საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა
საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ქეთევან მოისწრაფეშვილმა, ოზურგეთის მერის მოადგილემ ნათია გოლიაძემ და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა, სოფელ ცხემლისხიდის მოსახლეობას პანდემიის მართვის განახლებული გეგმა და მთავრობის მიერ შემუშავებული ვაქცინაციის წამახალისებელი პროგრამა გააცნეს.
მოქალაქეებს მიაწოდეს ინფორმაცია არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასა და მუნიციპალიტეტში მოქმედი იმუნიზაციის ცენტრების შესახებ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების 200 ლარიანი პროგრამა იანვარშიც გრძელდება. პროგრამით სარგებლობა 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ.