„სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ საქველმოქმედო პროექტები ოზურგეთში

🔵 „სმარტ კაპიტალ ჯგუფი“ სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს.

ორგანიზაციებმა: საქველმოქმედო ფონდმა ,,აი, ია“ და ქართულ-გერმანულმა მუსიკათერაპიის ცენტრმა ,,ბეკარი,“ ოზურგეთის მერიასთან თანამშრომლობით, აბილიტაცია/რეაბილიტაციის ფარგლებში, განასაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს კონსულტაციები გაუწიეს.

• კონსულტაციები გაეწიათ იმ ოჯახებს და ბავშვებს, რომელთაც აქვთ სმენის დაზიანება და მეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემები;
• ჩატარდა მუსიკათერაპიის სეანსები ფსიქო-ემოციური პრობლემების მქონე ბავშვებისთვის;
• გაიმართა კითხვა-პასუხის სესია ნეიროფსიქოლოგებთან მშობლებისთვის.

👉🏻 საქველმოქმედო ფონდის ხელშეწყობით, სხვადასხვა სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებისთვის თერაპიები სრულიად უსასყიდლოდ ტარდება. ბენეფიციარებთან თერაპიული პროცესის მიმდინარეობას, ოზურგეთის მერის მოადგილე, ნათია გოლიაძე გაეცნო.

      

მსგავსი სტატიები