ბაღისა და დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისთვის ვორკშოპი ჩატარდა

სმენის კვირეულის ფარგლებში, „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ საქველმოქმედო ღონისძიება ოზურგეთში მეორე დღეა მიმდინარეობს.

საქველმოქმედო ფონდი ,,აი, იას“ და ქართულ-გერმანული მუსიკათერაპიის ცენტრი ,,ბეკარის“ მიერ, პირველ საჯარო სკოლაში, საბავშვო ბაღისა და დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის, ვორკშოპები და პრაქტიკული სამუშაო ჩატარდა, რომელსაც ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე დაესწრო.

გაიმართა შეხვედრები ბაღის აღმზრდელებისა და სკოლის დაწყებითი კლასის პედაგოგებისთვის – უსაფრთხო სმენის საკითხებთან დაკავშირებით; პედაგოგებს, ფონდის წარმომადგენლებმა საჩუქრად პრაქტიკული სახელმძღვანელოები გადასცეს.

ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის – განათლებისა და გენდერულ საკითხთა განყოფილების ორგანიზებით გაიმართა.

        

მსგავსი სტატიები