სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი ურუშაძის ხელმძღვანელობით, დღეს სამხარეო – საკონსულტაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც ოზურგეთის მერი, ავთადილ თალაკვაძე დაესწრო.
საბჭოს წევრებმა საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ახალი პროექტების დაფინანსების თაობაზე მიიღეს გადაწყვეტილება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აშენდება ახალი სპორტული და სარეკრეაციო კომპლექსი – საჩოგბურთო ცენტრი; რეკონსტრუქცია ჩაუტარდება ჭავჭავაძის ქუჩას, ცენტრალურ მოედანს და მიმდებარე პარკებს; ნინოშვილის ქუჩაზე მოეწყობა რეკრეაციული ზონა და განხორციელდება ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია, რომელიც სრულად მოვლილი და მოწესრიგებული საზოგადოებრივი სივრცე იქნება.
საბჭოს სხდომაზე, ასევე, მუნიციპალიტეტებისთვის მნიშვნელოვან საკითხებსა და საჭიროებებზე იმსჯელეს.