აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია, მისასვლელი გზა და ფერდობები დასუფთავდა.
ტერიტორია ეკალ-ბარდებისა და სხვა ნარჩენებისაგან გაიწმინდა.
სამუშაოებში, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და ა(ა)ი.პ. „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები იყვნენ ჩართულნი.