ოზურგეთში, ლატვიელი მოსწავლეებისთვის სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ოზურგეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, ლატვიის „ადაჟის თავისუფალი ვალდორფის“ სკოლის მოსწავლეები, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, სტაჟირებას სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის მიმართულებით გაივლიან. სასწავლო პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები მუნიციპალიტეტში დაათვალიერებენ ღირშესანიშნავ ადგილებს და ამასთანავე, შეისწავლიან ტურისტულ პოტენციალს.
ლატვიელ სტუმრებს დღეს ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ სოფელ ცხემლისხიდში, გიორგი სალუქვაძის სახლ-მუზეუმში უმასპინძლა და მათ კულინარიული მასტერკლასი ჩაუტარა. ახალგაზრდებს მათივე მონაწილეობით მომზადებული გურული კერძების დაგემოვნებისა და ასევე, ადგილობრივ თანატოლებთან ერთად ქორეოგრაფიული ცეკვების შესრულების შესაძლებლობაც ჰქონდათ.