“მოხარული ვარ, რომ ოზურგეთში ვუმასპინძლეთ ლატვიის დელეგაციას – ადაჟის თავისუფალი სკოლის მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს, რომლებიც სტაჟირებას ჩვენს მუნიციპალიტეტში გადიან.
წარმატებები მინდა ვუსურვო ნიჭიერ და მოტივირებულ ახალ თაობას! მათთან საუბარი ძალიან საინტერესო იყო განათლების, ახალი ტექნოლოგიების და ტურიზმის საკითხებზე.” – აღნიშნა, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკავაძემ.