ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჭადრების პარკში, პროექტის – „ბავშვთა დაცვის სისტემების და მომსახურებების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში, ღონისძიება გაიმართა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი, ევროკავშირის მხარდაჭერით ახორციელებს.
ღონისძიებაზე ბავშვებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.
ღონისძიება ერთდროულად გასართობ და საგანმანათლებლო ხასიათს ატარებდა. ბავშვები და მათი მშობლები ერთობლივ აქტივობებსა და თამაშებში ჩაერთნენ, რომლებიც მიზნად ისახავდა პოზიტიური მშობლობის მეთოდების წახალისებას. ასევე, რჩევებს იმის შესახებ, თუ როგორ ვმართოთ ემოციები ან კონფლიქტები, ხელი შევუწყოთ ბავშვის განსჯის უნარისა და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარებას ისე, რომ არ დავურღვიოთ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ბალანსი.
მსგავსი სტატიები