ზაზა დამენიას სახელობის ტურნირი ჩოგბურთში

🎾 ოზურგეთის სამკუთხა პარკში დღეს საქართველოს ეროვნული გმირის,ზაზა დამენიას სახელობის ჩოგბურთის ტურნირი გაიმართა.

🏆🏅 შეჯიბრში მონაწილეობა 13-მა ოზურგეთელმა სპორტსმენმა მიიღო. საპრიზო ადგილზე გასულ ჩოგბურთელებს – ილია გელაშვილს (I ადგილი) და გივი სიამაშვილს (II ადგილი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიისა და საჩოგბურთო სექციის წარმომადგენლებმა თასები, სიგელები და მედლები გადასცეს.

🇬🇪 ტურნირის შემდეგ, მონაწილეებმა ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ზაზა დამენიას სახელობის ტურნირი ოზურგეთელი ჩოგბურთელების ინიციატივით ყოველწლიურად იმართება.

მსგავსი სტატიები