ქალაქ ოზურგეთში უამინდობამ პრობლემები შექმნა. დაიტბორა რამდენიმე ოჯახის ეზო და მე-3 საჯარო სკოლის ტერიტორია; ძლიერი ქარისა და წვიმის შედეგად, ნაკაშიძის ქუჩაზე წაიქცა ხე, რის შედეგადაც დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები.
ადგილზე ოზურგეთის მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე და ნიკა ბოლქვაძე, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან, მერაბ ჭანუყვაძესთან ერთად იმყოფებიან.
სამუშაოებში ჩართულია ოზურგეთის მერიის მომსახურების ცენტრი, მუნიციპალური ინსპექცია და ტექნიკა, გურიის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და „ენერგო პრო ჯორჯიას“ თანამშრომლები.
უამინდობით შექმნილი პრობლემები ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღის ბოლომდე აღმოიფხვრება.