ოზურგეთის ტექნოპარკში მცირე ბიზნესის საგრანტო პროგრამის გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ.
„დღეს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილე ირაკლი გაბრიაძესთან ერთად, საგრანტო პროგრამის გამარჯვებულებთან და მეწარმეებთან შეხვედრა გავმართეთ, სადაც ვისაუბრეთ მიმდინარე და დაგეგმილი პროგრამების შესახებ.
მადლობას ვუხდი მხარდაჭერისთვის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში,“ რომელთაც მუნიციპალიტეტში არაერთი ბიზნესპროექტი აქვთ დაფინანსებული.