მასწავლებლის საერთაშორისო დღე პედაგოგებს, ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძემ, მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის წარმომადგენლებთან – ლალი სიჭინავასთან და ლელა სარიშვილთან ერთად მიულოცა.
სხვადასხვა საჯარო სკოლის ღვაწლმოსილ და წარმატებულ პედაგოგებს, ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობის ბარათები და ფულადი ჯილდო გადაეცათ.