ოზურგეთში სოფლების გაზიფიცირებისთვის 4 300 000 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოები განხორციელდება

„როგორც დაგპირდით, გაზიფიცირების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება უკვე იწყება. მშენებლობაზე ხელშეკრულებები გაფორმებულია და იწყება გაზიფიცირების ქსელების მოწყობა ჯუმათის და მთისპირის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ასევე სოფ. გოგიეთში და დვაბზუს ნასაკირალის დასახლებაში. სულ განხორციელდება 4 300 000 მლნ. ლარის ღირებულების სამუშაოები,“  განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მერმა, მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე ასევე ისაუბრა საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების რეაბილიტაციის საკითხზე.

„დავიწყეთ და აქტიურად მიდის სოფელ შრომაში საბავშვო ბაღის მშენებლობის სამუშაოები, რომელიც მინიმუმ 60 ბავშვზე იქნება გათვლილი. სოფ. შრომაში ბაღის მშენებლობისთვის 500 000 ათას ლარს დავხარჯავთ.

ასევე, ვიწყებთ სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც, რისთვისაც 100 ათას ლარზე მეტი დაიხარჯება,“  აღნიშნავს თალაკვაძე.

მსგავსი სტატიები