„სახელმწიფო/მუნიციპალიტეტის ქონებით, მერიის თანხმობით, სარგებლობდნენ კონკრეტული პირები, რომელთაც ბიუჯეტში უნდა გადაეხადათ გადასახადი და არ გადაუხდიათ”, – განაცხადა ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2019-2020 წლებში მერიის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი სერიოზული დარღვევები,მათ შორის, 130 000 ლარს აჭარბებს იჯარით გაცემული სახელმწიფო ქონებით სარგებლობის დავალიანება და ამ მიმართულებით კანონით სავალდებულო ღონისძიებები მერიის მხრიდან მაშინ არ გატარებულა.
თანხები, რომელიც ოზურგეთს და ჩვენს მოქალაქეებს უნდა მოხმარებოდა, ბიუჯეტში არ შესულა. ეკონომიკის სამსახურმა მოახდინა იჯარის ხელშეკრულებების მონიტორინგი და დაწყებულია სათანადო ღონისძიებების გატარება. ყველა მოიჯარეს ვთხოვთ, დავალიანებები დაფარონ კანონით გათვალისწინებულ ვადებში,“ – აღნიშნა თალაკვაძემ.