საგრანტო კონკურსი მუნიციპალიტეტებისთვის

🔵 GIZ- ი საქართველომ, ევროკავშირისა და გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული ინიციატივის „EU4ITD – ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების კატალიზატორი“ (CESL) ფარგლებში, საპროექტო იდეების მიღებაზე მუნიციპალიტეტებისთვის კონკურსი გამოაცხადა.

👉🏻 კონკურსის შედეგად განხორციელდება რეგიონული და „ინტეგრირებული” პროექტების დაფინანსება გურიის, იმერეთის, კახეთისა და რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის რეგიონებში სამი პრიორიტეტული მიმართულებით: ურბანული განახლება, ტურიზმის განვითარება და შემოსავლების გენერირება/ეკონომიკური გააქტიურება.

✅ პროექტის ძირითადი მიზანია ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დაბალანსება საქართველოში, რეგიონებიდან მიგრაციული პროცესების შემცირება და რეგიონული ცენტრების განვითარება.

🔹 ამ მიზნით, სახელმწიფო რწმუნებულის გურიის ადმინისტრაციაში, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის (CESL) ჯგუფის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზაზა შოშიტაიშვილი, ოზურგეთის მერის პირველი მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი სტატიები