ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ნინო ჭანიშვილთან ერთად სოფელ წვერმაღალას საბავშვო ბაღს ესტუმრა და აღსაზრდელებს, ახალი სათამაშოები გადასცა.
ახალი ატრაქციონებისა და სხვა გასართობი სათამაშოების შეძენა – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით განხორციელდა.