ავთანდილ თალაკვაძე: “ოზურგეთის ინფრასტრუქტურული განახლების და მოდერნიზაციის პარალელურად, აქტიურად მუშაობს მუნიციპალური ინსპექციაც”

ავთანდილ თალაკვაძე: მნიშვნელოვანია, რომ ოზურგეთის ინფრასტრუქტურული განახლების და მოდერნიზაციის პარალელურად, აქტიურად მუშაობს ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექციაც, რომელიც  მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე, შესაბამის სფეროში კანონის დაცვასა და წესრიგს უზრუნველყოფს.

„დავიწყეთ გარე ვაჭრობის რეგულირება ქალაქის მასშტაბით და ვთხოვთ ყველას, მხარი დაუჭირონ ამ ძალისხმევას და არ დაარღვიონ კანონი. მუნიციპალიტეტის იერსახე, სანიტარული ნორმების დაცვა და ფეხით მოსიარულეთა – ქვეითთა, მოქალაქეთა უსაფრთხოება უალტერნატივოა. ასევე, ყველა მეწარმეს ვთხოვთ მოაწესრიგონ საკუთარი სავაჭრო ობიექტები და დაიცვან კანონი,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.

მსგავსი სტატიები