ხვალ, 21 მარტს, 13:00 საათზე, დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში კონცერტი გაიმართება.
ბენეფიციარების განწყობაზე, ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლები და თანამედროვე საესტრადო სტუდიები იზრუნებენ.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის ორგანიზებით ჩატარდება.