დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ 3 და დამატებით 4 საკითხზე იმსჯელეს.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა შემდეგი განკრაგულების პროექტები: ,, საკრებულოს 2023 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმა“; მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების ა (ა)ი.პ „ოზურგეთის მომსახურების ცენტრი“-სთვის, „ოზურგეთის მუნიციპალური ინსპექცია“-სთვის და ,,ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისთვის“ სარგებლობის უფლებით გადაცემაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ , ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შპს „სატისი“-სთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე.
აგრეთვე, საკრებულომ მოისმინა, დადებითად შეაფასა და ცნობად მიიღო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2022 წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიში.