21 მარტი – დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე!
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, კულტურისა და მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრში კონცერტი გაიმართა.
ბენეფიციარების განწყობაზე, ადგილობრივმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა, თანამედროვე საესტრადო სტუდიებმა და თოჯინების თეატრმა იზრუნეს. გაიჭრა სადღესასწაულო ტორტი და დარიგდა საჩუქრები.
ღონისძიებას ოზურგეთის მერის მოადგილე ნათია გოლიაძე, საკრებულოს, მერიის, აიპების წარმომადგენლები, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირები, მშობლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
2023 წლის მსოფლიო გზავნილია – „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“
დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღედ 21 მარტი, 2011 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა.