ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დარგობრივი კომისიების სხდომები გაიმართა.
საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს, საკრებულოს სხდომაზე განხილვა-დამტკიცების მიზნით შემდეგი განკარგულების პროექტების წარდგენა: ქ. ოზურგეთში მდებარე 17500 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან თანდართული ტოპოგრაფიულ ნახაზზე მონიშნული, სავარაუდოდ 5500 კვ.მ მიწის ნაკვეთის სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ, საკუთრებაში გადაცემის შესახებ,ასევე, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე.
აგრეთვე, საკრებულოზე იმსჯელებენ შემდეგ დადგენილების პროექტზე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მშენებლობის შეჩერების შესახებ მიღებული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის შესრულების კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების თაობაზე.
მსგავსი სტატიები