ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე: „დავიწყეთ ეთნოგრაფიული მუზეუმების რეაბილიტაციის მუნიციპალურ პროექტზე მუშაობა.
სპეციალისტების ჩართულობით, ავთენტურობის სრული დაცვით განვაახლებთ ყველაფერს, რაც აღდგენას და შეკეთებას მოითხოვს.
ტრადიცია გაგრძელდება – განახლებულ მუზეუმებში და მათ ტერიტორიაზე არაერთ კულტურულ ღონისძიებას ვუმასპინძლებთ.“