საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, არჩილ თალაკვაძესთან და პარლამენტის წევრებთან, ასევე, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში ექვთიმე თაყაიშვილის სახლმუზეუმი მოინახულა.
შალვა პაპუაშვილის 2023 წლის 25 მაისის ბრძანებით პირველი რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე კარლო ჩხეიძე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე, თავმჯდომარის მოადგილეები ექვთიმე თაყაიშვილი და სვიმონ მდივანი სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვდნენ მათ მიერ პარლამენტარიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
ექვთიმე თაყაიშვილის თავისუფლების საპარლამენტო ორდენი მის სახლმუზეუმს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პირადად გადასცა.
მნიშვნელოვანია, დაფასდეს მათი ღვაწლი, როგორც ქართული პარლამენტარიზმის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, ასევე, საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში.
მსგავსი სტატიები