„დასრულების ეტაპზეა დაბა ნასაკირალისა და სოფელ ძიმითში მინი სტადიონის მშენებლობის სამუშაოები. მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება სანაპიროს ქუჩაზე, ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე პარკში და კულტურისა და დასვენების პარკში სტადიონების მშენებლობა,“ – განაცხადა მერიის სხდომაზე, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, ეს პროგრამა მომავალშიც გაგრძელდება, ვიდრე სპორტული ინფრასტრუქტურა თანაბრად ხელმისაწვდომი არ გახდება ყველასათვის.