ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაღობილევში საჯარო სკოლის რეაბილიტაცია იწყება
„სოფელ ნაღობილევის მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ვასრულებთ მათთვის მიცემულ დაპირებას სკოლის რეაბილიტაციის თაობაზე. შესაბამისი ტენდერი დასრულებულია და უახლოეს პერიოდში დაწყებითი საფეხურის სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია მოხდება, რომლისთვისაც 102 291 ლარია გამოყოფილი,“- ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, მერიის სხდომაზე განაცხადა.