ოზურგეთის მერიამ დამატებით 400 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერი შეიძინა, რომელიც განთავსდება მუნიციპალიტეტის იმ ლოკაციებზე, სადაც ამ მხრივ პრობლემები ფიქსირდებოდა.
ოზურგეთს უკვე ჰყავს თანამედროვე ტექნიკა საჯარო სივრცეების მოვლისა და დასუფთავებისთვის, ასევე, ახალი მანქანები ნარჩენების მართვისთვის. თანამედროვე ტრანსპორტი და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განახლება მერიის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება.