ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ოზურგეთის ისტორიული მუზეუმიც მოინახულა, სადაც ძალიან საინტერესო ექსპონატების ფონდი და უნიკალური ნივთები ინახება. ეწვია შალვა რადიანის ეთნოგრაფიულ მუზეუმს და გაეცნო უამრავ ეთნოგრაფიულ მასალას, გურულ სტუმარ-მასპინძლობას. ადგილობრივებმა სტუმარს გურიის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მიაწოდეს.