ოზურგეთში, სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

ოზურგეთში, სსიპ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მერიის მხარდაჭერით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონალური ცენტრის, ოზურგეთის მუნიციპალური განყოფილების უფროსმა, მაიორმა ზაზა ჯაბუამ და სერჟანტმა, ზურაბ კუტიტოვმა შეხვედრის მონაწილეებს სააგენტოს ფუნქციებზე, ასევე, სამხედრო სამსახურის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილ სიახლეებზე მიაწოდეს ინფორმაცია, რომლის მეშვეობითაც საქართველოს მოქალაქეს შეუძლია გახდეს საქართველოს თავდაცვის ძალების წევრი.

საკრებულოს დარბაზში გამართულ შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები დაესწრნენ.

სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო მიმდინარე წლის 1-ლი იანვრიდან ფუნქციონირებს.

სააგენტო, რომლის მიზანია პროფესიულ სამხედრო სამსახურსა და წვევამდელთა ეროვნულ სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა და რეკრუტირება, წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს.

მსგავსი სტატიები