გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, მერი, ავთანდილ თალაკვაძე, და ,,ბახვი ჰესის“ დირექტორი გიორგი აბრამიშვილი, ჭადრაკში 9 და 10 წლამდე ასაკის მოზარდებს შორის საქართველოს ჩემპიონს, ოზურგეთელ ლაზარე ჩხარტიშვილს შეხვდნენ. მას გამარჯვება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მომავალ ასპარეზობებში.
ლაზარე ჩხარტიშვილი, აგვისტოს თვეში ჩეხეთში ევროპის ჩემპიონატის ტიტულის მოსაპოვებლად გაემგზავრება, ხოლო ნოემბერში იტალიაში მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს!
მსგავსი სტატიები