პროექტ „იყავი თანამმართველის“ ფარგლებში, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, ზურაბ ნასარაია, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და მერის მრჩეველი ალექსანდრე ბერიძე, საქართველოში პოლონეთის სოლიდარობის ფონდის (Solidarity Fund PL in Georgia – ს) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე თანამონაწილეობითი ბიუჯეტის შემუშავებაში, მოსახლეობის ჩართვასა და გეგმების შექმნის განხორციელებაზე ისაუბრეს.
ფონდის წარმომადგენლები: საერთაშორისო ექსპერტი, პროექტის კოორდინატორი ვოლოდიმირ აბრამიუკი და ურბანისტ-არქიტექტორი, პროფესორი ანა ბიბილაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს: მერიის საჯარო მოხელეებს, საკრებულოს წევრებსა და შერჩეული პროექტების ავტორებს შეხვდნენ და სამოქალაქო ბიუჯეტის „იყავი თანამმართველი“-ს მიმდინარეობასა და პროექტით გათვალისწინებული აქტივობების შესახებ ისაუბრეს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრები მოსახლეობასთან ანასეულსა და ლომთათიძის ქუჩაზე გაიმართა.
ლომთათიძის ქუჩის მაცხოვრებლებთან პროექტის „პანორამა ოზურგეთი – დაკიდული ბაღები” დეტალები განიხილეს და ადგილობრივი მოსახლებას მათი თანამონაწილეობის მნიშვნელობა გააცნეს. მოისმინეს მოსახლეობის იდეები და წინადადებები.
#გურია2020 #იყავითანამმართველი #სამოქალაქობიუჯეტი