რეგიონში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების ფარგლებში, ისრაელის ელჩი საქართველოში, რან გიდორი და Mashav_ის პროგრამის ხელმძღვანელი გიორგი ჟღენტი გურიის რეგიონს სტუმრობდნენ.
ელჩს სახელმწიფო რწმუნებულმა გურიის მხარეში ზურაბ ნასარაიამ, გუბერნატორის მოადგილე აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და მერის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა უმასპინძლეს.
ელჩმა დაბა ურეკში, ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი – “სერაფიმი” დაათვალიერა, რომლის კეთილმოწყობაც ისრაელის საელჩომ დააფინანსა. ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს ადრეული ასაკიდან ეხმარებიან.
აღსანიშნავია, რომ ფონდმა შენობის მოწყობა 2019 წელს დაიწყო, რის შესახებ ისრაელის საელჩოს გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ აცნობა, სწორედ ამ შუამდგომლობით მოხდა ისრაელის საელჩოსა და Mashav_ის რესურსების მობილიზება, რათა ეს უნიკალური ცენტრი უზრუნველყოთ ცენტრალური გათბობითა და კონდიცირების სისტემით.
ვიზიტის ფარგლებში რან გიდორმა თანმხლებ პირებთან ერთად წვერმაღალას პარკი, „ბლექსი არენა,“ „ მინიატურული საქართველო“ და „მუსიკოსების პარკი“ დაათვალიერა, შეხვდა კოლეჯ „ჰორიზონტის“ ხელმძღვანელობას, მოინახულა ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი, დაათვალიერა ჩაისა და მოცვის პლანტაციები სოფელ ბახვსა და დაბა ნარუჯაში.
მხარეები სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
#გურია #ოზურგეთი2020 #ისრაელისელჩისვიზიტი #MASHAV