მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ხალხური რეწვის ოსტატებს საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაციის დირექტორი ანა შანშიაშვილი შეხვდა.
შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო ტრადიციული რეწვის სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა და კოორდინირება, მათი პოპულარიზაცია და საზოგადოებაში ოსტატების სტატუსის ამაღლება, სამთავრობო სტრუქტურებთან მათი ინტერესების დაცვა და სამოქმედო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა, ასევე, ახალგაზრდობის ჩართულობა და რეწვის სფეროში საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერა.
ღონისძიება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და განათლების განყოფილებების ორგანიზებით ჩატარდა.
p.s.ასოციაციაში გაწევრიანების მსურველ რეწვის ოსტატები, დაინტერესების შემთხვევაში მერიის კულტურის განყოფილებას უნდა დაუკავშირდნენ.