სოფელ ძიმითში ახალი ხიდის მშენებლობა დასრულდა

სოფელ ძიმითში 20 მ. სიგრძის საავტომობილო ხიდი აშენდა.
 
მოასფალტდა ხიდზე გადასასვლელი გზა.
 
პროექტი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, რომლის ჯამური ღირებულება 500 000 ლარს შეადგენს.
 
სამუშაოები ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ მსენებელი კომპანიის „გზამშენი 18-ის“ ხელმძღვანელთან თემურ ჯახვასთან ერთად დაათვალიერა.
 
#გურია
#ოზურგეთი2020
#ძიმითიხიდისმშენებლობა

მსგავსი სტატიები