ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მე-5 წელია ახორციელებს წარმატებულ აბიტურიენტთა პროგრამას, რომელიც 100 % გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს და აღმზრდელ სკოლებს აჯილდოვებს.
წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით 100 %-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს მუნიციპალიტეტი საჩუქრად 3 000 ლარს, ხოლო მათ აღმზრდელ სკოლებს 1000 ლარს გადასცემს.
ამისათვის სტუდენტებმა მიმდინარე წლის 16 სექტემბრიდან – 16 ოქტომბრამდე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ:
1.განცხადება; 2. უნივერსიტეტიდან სტუდენტის ჩარიცხვისა და 100%-იანი გრანტის მიღების შესახებ ცნობა; 3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი; 4. ანგარიშის ნომერი; 5. არასრულწლოვნის შემთხვევაში მშობლის საბანკო რეკვიზიტი და დაბადების მოწმობა.