ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრში, მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები მიმდინარეობს.
უფასო კონსულტაციებს “შპს მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმთა ჯგუფი კარდგიოლოგიური დეპარტამენტის უფროსის, გიორგი კალანდაძის ხელმძღვანელობით ატარებს.
მოსახლეობას ჩაუტარდა შემდეგი მომსახურება: კარდიოლოგიურ დიაგნოსტიკური გამოკვლევები; თერაპევტის და კარდიოლოგის კონსულტაცია; ელექტროკარდიოგრამა და კარდიოექოსკოპია.
უფასო გამოკვლევები ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.
ექიმთა ჯგუფი ოზურგეთში, 26 სექტემბრამდე დარჩება.