აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და ვეტერანებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის ზაზა დამენიას საფლავი გვირგვინით შეამკეს.

სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა 22 ოზურგეთელი ჯარისკაცი.

„ დღეს გავიხსნეთ გმირები, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას ემსხვერპლნენ. მათ ყველაზე ძვირფასი, საკუთარი სიცოცხლე შესწირეს საქართველოს, ჩვენს მომავალს. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ომში დაღუპულთა ოჯახებს,“ – აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალტეტის მერმა კონსტანტინე შარშენიძემ.

 

მსგავსი სტატიები