ოზურგეთის მერის მოადგილემ ირაკლი სირაძემ და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, გიორგი ინწკირველმა უპოვართა სასადილოს ბენეფიციარებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრად ტკბილეული გადასცეს.
საახალწლო ტკბილეული უპოვართა სასადილოს 180 ბენეფიციარს გადაეცა.