საერთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებისა და ერთობლივი პროექტების დაგეგმვის მიზნით, დღეს ოზურგეთის (საქართველო) პრეილის (ლატვია) ნიჟინის ( უკრაინა) თვითმართველობისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე, საფინანსო -საბიუჯეტეტო სამსახურის უფროსი გია მამაკაიშვილი, ოზურგეთის კულტურის ცენტრის კულტურის განყოფილების უფროსი – ავთანდილ სირბილაშვილი, სპორტის და ახალგაზრდული საკითხების განყოფილების უფროსი თამარ აროშიძე, სპეციალისტები განათლებისა და ახალგაზრული საქმეების მიმართულებით ნინო მამუკელაშვილი და ქეთევან კუჭუხიძე დაესწრნენ.
ავთანდილ სირბილაშვილმა დამსწრეებს მუნიციპალუტეტში მოქმედი ახალგაზრდული პროგრამების პრეზენტაცია წარმოუდგინა.
მხარეები გაეცნენ ახალგაზრდული მიმართულებით არსებულ პოტენციალს, გაცვალეს იდეები, გაუზიარეს გამოცდილება და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საგულისხმოა, რომ ოზურგეთის თვითმართველობამ ლატვიის და უკრაინის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობა პროექტის “ევროპული სოლიდარობის დღეების” ფარგლებში დაიწყო და პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავიდა.
როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, ასევე იგეგმება თანამშრომლობის სფეროების გაფართოება და ამ მხრივ აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის წევრ ქვეყნების ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ მოსახლეობაში.
მორიგი შეხვედრა მიმდინარე წლის მარტში გაიმართება, სადაც მასპინძელი იზურგეთის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო პარტნიორებს არსებულ ინოვაციებს, კულტურას, ტრადიციებს და ტურისტულ პოტენციალს გააცნობს.