მელექედურში, „ჩაის გზის“ მე-5 ნიშანი გაიხსნა

სოფელ მელექედურში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პროექტის „ჩაის გზის“ მე-5 ტურისტული ლოკაცია გაიხსნა.
პროექტი ,,ჩაის გზა“ უკვე ხუთ ლოკაციას მოიცავს, რომელიც ტურისტებსა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს ჩაის კრეფის და გადამუშავების პროცესში, შემდეგ კი სადეგუსტაციო სივრცეში დააგემოვნოს ადგილობრივი ნაწარმი.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე შარაშენიძემ და მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა, ალეკო მამეშვილმა მეწარმე ლანა ჟღენტს პროექტ ,,ჩაის გზის“ მონაწილეობის დამადასტურებელი მოწმობა გადასცა.
აღნიშნულ სოფელში, მეწარმე ლანა ჟღენტის ჩაის საოჯახო საწარმოს, საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – იმამურა აკირა, სახელმწიფო რწმუნებული გურიის მხარეში, გიორგი ურუშაძე; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ხატია წილოსანი; აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე შარაშენიძე სტუმრობდნენ და მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

მსგავსი სტატიები