ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის – კულტურის განყოფილების ორგანიზებით, ცნობილმა ქართველმა მომღერალმა და მუსიკათმცოდნემ თამრიკო ჭოხონელიძემ ბიზნეს ადმინისტრირების დოქტორმა ხელოვნების მენეჯმენტში გიორგი ფხაკაძემ ორდღიანი მასტერკლასი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მუსიკის პედაგოგებისთვის და კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის გამართეს.
შეხვედრის მიზანია, ხელი შეუწყოს ოზურგეთში, მუსიკის პედაგოგთა და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას, რათა შემდგომ უფრო ეფექტურად წარმართონ თავიანთი საქმიანობა, მოიძიონ ფინანსური რესურსები, დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ღონისძიებები.
პროექტი, ა.(ა).ი.პ „დემოსის“ ინიციატივით შემუშავდა, რომელიც რეგიონებში, ცნობილი ქართველი მუსიკოსებისა და ხელოვნების მენეჯმენტის სპეციალისტების მიერ, მუსიკის პედაგოგებისთვის მასტერკლასებისა და ტრენინგს – კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მოიცავდა.
აღნიშნული შეხვერდა, ა.(ა).ი.პ “დემოსის” ინიციატივით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
#კულტურისგანვითარება#ოზურგეთი2021 #გურია