ავთანდილ თალაკვაძე გაეროს დელეგაციას შეხვდა

🇺🇳🇬🇪 დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, გაეროს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის შეხვდა.

მხარეებმა განიხილეს მუნიციპალიტეტსა და გაეროს შორის მომავალი თანამშრომლობა, იმსჯელეს არსებულ გამოწვევებზე, ასევე სოციალურ-ეკონომიკური მიმართულებების განვითარების პერსპექტივებზე.

შეხვედრას, საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროგრამის კოორდინატორი, ანა ფაშალიშვილი და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პროგრამების ხელმძღვანელი, ნათია კვიციანი ესწრებოდნენ.

 

მსგავსი სტატიები