დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერი ავთანდილ თალაკვაძე, ქალაქ ოზურგეთში მცხოვრებ მხატვარ მარინა უჯმაჯურიძეს ესტუმრა და ადგილზე გაეცნო მის საჭიროებებს.
„ჩვენი ქალაქისთვის საამაყო ადამიანს და გამორჩეული ტალანტის მქონე მხატვარს მარინა უჯმაჯურიძეს ვესტუმრე. სოციალური პირობები, რომელშიც ის ცხოვრობს, ყურადღებას იმსახურებს; სახლიც ავარიულ მდგომარეობაშია. არ აქვს ელემენტარული სამუშაო სივრცე და მისი არაჩვეულებრივი ნახატებიც საგანგაშო პირობებშია. ჩვენ ვიზრუნებთ მისთვის საცხოვრისი და სამუშაო სივრცის მოწყობისთვის.“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ.