ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, პირველ მოადგილესთან გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, “მაკ-ჯორჯიას” პროექტის აღმასრულებელ დირექტორს ტაილერ გრინს, კოალიცია “დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის” თავმჯდომარეს გიორგი ძნელაძეს და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის თავმჯდომარეს დავით მელუას შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებზე. ასევე, ოზურგეთში დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის შესახებ, სადაც ხდება სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისების მიწოდება.