ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათში უამინდობამ პრობლემები შექმნა, ჩამოწვა მეწყერი. შუა ღელის უბანში, ხვარბეთი-კონჭკათის დამაკავშირებელ გზებზე მიწის მასა ჩამოიშალა და დაზიანდა შიდა სასოფლო გზები. ასევე, მთავარანგელოზთა მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზა.
პრობლემური ადგილები, ოზურგეთის მერის მოადგილემ ნიკა ბოლქვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილესთან, ტარიელ აროშიძესთან და შესაბამისს სამსახურებთან ერთად დაათვალიერა.
დამეწყრილ ტერიტორიებს გეოლოგები შეისწავლიან.