სასიამოვნო სიახლე – ქართული ესტრადის ვარსკვლავების მონაწილეობით ურეკში კონცერტი ჩატარდება!
სამშაბათს, 12 ივლისს – 20:00 საათზე, დაბა ურეკის ახალ ბულვარში, ანსამბლების გაერთიანება „ქალაქური მრავალხმიანობის“ ეგიდით საზოგადოების წინაშე წარსდგებიან „ქართული ხმები,“ „თეატრალურის კვარტეტი,“ „ალილო,“ „ფორტე“ და „შვიდკაცა.“
ღონისძიება საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ჩართულობით და ოზურგეთის მერიის ორგანიზებით გაიმართება.
დასწრება თავისუფალია! გელოდებით!