ვანდალიზმის არცერთი მსგავსი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე – ავთანდილ თალაკვაძე

ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სხდომაზე განცხადება გააკეთა და მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა „მსურს განცხადება გავაკეთო და მხარდაჭერისთვის მივმართო ჩვენს მოსახლეობას.

სამწუხაროდ, ჩვენ მუნიციპალიტეტში არაერთხელ დაფიქსირდა ვანდალიზმის ფაქტები, როდესაც აზიანებენ ახალ ინფრასტრუქტურას. აღნიშნულზე ვსაუბრობდი გასულ პერიოდშიც. არის შემთხვევები როცა ხდება ახლად რეაბილიტირებული სკვერის, შენობის თუ ინვენტარის მიზანმიმართული დაზიანება. მაშინ როდესაც ჩვენი ქალაქი ლამაზდება, ხორციელდება მასშტაბური პროექტები – თითოეული ჩვენგანის ვალია დავიცვათ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც გაკეთდა. კიდევ ერთხელ მსურს ავღნიშნო, რომ არცერთი მსგავსი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე და შესაბამისი სამსახურები, კანონიერ რეაგირებას ახდენენ და მოახდენენ ამ შემთხვევებზე.

სწორედ მსგავსი ფაქტების გამოვლენას, უსაფრთხოებას და პრევენციულ ღონისძიებებს ემსახურება საჯარო სივრცეებში ვიდეო კამერების განთავსება, რასაც ოპონენტების მხრიდან არაერთხელ მოჰყვა პოპულისტური განცხადებები და სპეკულაციები,“- აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.

მსგავსი სტატიები