წვერმაღალას პარკი – მდებარეობს გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, კურორტებს – შეკვეთილსა და ურეკს შორის, შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მოპირდაპირე გორაკზე.
წვერმაღალას პარკი 4 ჰექტარზეა მოწყობილი, ის ორიარუსიანია. პირველ იარუსში შეგხვდებათ გიგანტური ჭაობის კვიპაროსები, ტიტა, ქაფურის ხე, ევკალიფტები, ბამბუკების ხეივანი და ხელოვნური ტბა. ტბა გაფართოვდა და ირგვლივ კედარის ჯიშის ხეები, მაგნოლიები და ტირიფები ხარობს, წყალში კი დუმფალის ყვავილებია. იქვეა დასასვენებელი სახლი და რამდენიმე ფანჩატურიც.
მეორე იარუსზე, 197 საფეხურის ავლის შემდეგ, ზღვის დონიდან დაახლოებით 50 მეტრზე ზღვის ულამაზესი პეიზაჟი და კავკასიის რეგიონში უნიკალური დენდროლოგიური პარკის ხედი იშლება. პარკის მეორე დონეზე გაშენებულია მანდარინების ბაღი.
მოინახულე ოზურგეთი!