ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ დღეს გამართულ მერიის სხდომაზე რაჭას და რაჭველებს დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
„მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რაჭას და რაჭველებს, რადგან რაჭაში ახლახან მომხდარი სტიქიური უბედურების მიუხედავად, მათ გურიისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მობილიზება გააკეთეს, ჩამოვიდნენ ჩვენს მხარდასაჭერად და დახმარება ჩამოგვიტანეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ყველა საჭირო რესურსი გამოყო და კომპლექსურად მოახდინა რეაგირება შექმნილ პრობლემებზე, თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და დიდი მოტივაციის მომტანი იყო,“- აღნიშნა მერმა.