ავთანდილ თალაკვაძე: ოზურგეთში პირველადი მოხმარების საგნები, პროდუქტები და მედიკამენტები ამ დრომდე დააურიგდა 1278 ოჯახს – ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„სტიქიაზე რეაგირების ფარგლებში, ჩემი დავალებით მერიის სარეზერვო ფონდიდან მოხდა ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზება და მიწოდება, რომელშიც შემდგომ საათებში ჩაერთო სხვადასხვა მუნიციპალიტეტი, პარტია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული და ქალთა ორგანიზაციები, პარლამენტის წევრები, ოზურგეთის საკრებულო, ბიზნესი და კერძო კომპანიები, წითელი ჯვარი, სკოლები, სპორტსმენები, საბავშვო ბაღების თანამშრომლები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ემიგრანტები, მოხალისეები და მოქალაქეები ვინც იმ დღების განმავლობაში დონაციებს აკეთებდნენ. პირველადი მოხმარების საგნები, პროდუქტები და მედიკამენტები ამ დრომდე დააურიგდა 1278 ოჯახს. მინდა სოლიდარობისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაგიხადოთ თითოეულს. ეს პროცესი გრძელდება და ვპირდებით ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ სტიქიის შედეგების პირისპირ მარტო არ დავტოვებთ,“- განაცხადა სხდომაზე ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.