ოზურგეთელი გიორგი თოხაძე მსოფლიო ჩემპიონია!
ბერძნულ-რომაული სტილით 23 – წლამდე მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, გიორგი თოხაძემ ყაზახი ათლეტი იშხარ კურბაიევი დაამარცხა.
მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ სპორტსმენს გულშემატკივრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დახვდნენ.
„ოზურგეთელი გიორგი თოხაძე მსოფლიო ჩემპიონის სტატუსით დაგვიბრუნდა. გიორგიმ ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, გადამწყვეტ შეხვედრაში ძლიერი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. დღეს ერთად დავხვდით ჩვენს საამაყო სპორტსმენს და მივულოცეთ გამარჯვება,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
გიორგი თოხაძე მსოფლიო ჩემპიონობის ტიტულთან ერთად, ევროპის ჩემპიონი და ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი გახლავთ.